საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.
გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ილია პიტიურიშვილი კახეთის კულინარიულ ტრადიციებსა და საიდუმლოებს გვიზიარებს:
„კახეთი იყო და არის საყრდენი ძალა ყველაფერში.
კახური დედას პური: დედა სიწმინდესთან ასოცირდება, ამაზე დიდი არაფერია, ყველაფრის სული და გულია. ადგილი, სადაც ცხვება პური, არის თიხის თონე, შემდეგ ხდება საკმევლის ჩაკმევა და ღვინის ჩასხმა, მოვიგონებთ მიცვალებულებს.
მწვადი მხოლოდ ხორცის შეწვა არ არის, აქ სული და გულია ჩადებული. ვწვავთ მიწაზე, წალამზე და არა მაყალში“, - ამბობს ილია პიტიურიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕17 აპრილი, 15:55 საათი: რა უნდა გააკეთოთ ახალმთვარეობაზე - რიტუალი
⭕რატომ არის სასარგებლო ახალი კარტოფილი ხანდაზმული ადამიანებისთვის