Digest Logo

კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი იუბილარია

1710858581
რატი ანდრონიკაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი და მსროლელი რატი ანდრონიკაშვილი იუბილარია. იგი დღეს 23 წლის გახდა.

ანდრონიკაშვილს დაბადების დღე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც მიულოცა, რასაც საზოგადოების მილოცვები მოჰყვა.

„ვულოცავ რატის, წარმატებები.

რატი გილოცავ, სულ წარმატებული იყავი.

ჩვენო საამაყო ბიჭო, გილოცავ იუბილეს, ყველაფერი საუკეთესო მისურვებია“, - წერენ კომენტარებში.

ქართველი კალათბურთელი, ასევე საკმაოდ წარმატებულად თამაშობს ამერიკის კოლეჯთა ლიგის ნაკრებში, „კრეიტონ ბლუჯეისში“.

რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში იგი ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 და 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს. 2019 წლის ფიბას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ანდრონიკაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 17.4 ქულა, 5.9 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა.

ქართველმა 2023 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რამდენიმე თამაში ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო“ - ბარბარე ჯანაშია

⭕🎥 „ამაზე დიდი ემოციები არ არსებობს“ - ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები, ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

🎥 „17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა...“ – ნუცა ბუზალაძის ინტერვიუ დედაზე