ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაი“ მისავე ყოფილ კლუბ „ვირტუსს“ ბოლონიაში ესტუმრა. გამარჯვება დუბაელებმა მოიპოვეს – 93:75.
მატჩის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუსის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. შეგახსენებთ, რომ თოკო ბოლონიაში ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა და კლუბი იტალიის ჩემპიონის ტიტულით დატოვა.
„დუბაის“ მაისურით მან იტალიაში 23 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს შენგელიამ ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო.
საამიროების გუნდი ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს საბერძნეთში გამართავს – „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე
⭕ ტკივილიდან სულიერ სიმწიფემდე: რატომ ვებრძვით ცხოვრების კანონზომიერებას - რას წერს თეო ხაბულიანი
წყარო: 1tv.ge