Digest Logo

🎥 „კანადიდან და ამერიკიდან ჩამოდიან“ - რატომ ირჩევენ უცხოელი პაციენტები ქართველ პლასტიკურ ქირურგს

1782131267
სალომე სვანაძე

საქართველოში სამედიცინო ტურიზმი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. „ჟორდანიას კლინიკის“ პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე სვანაძემ, კოტე მათითაშვილის პოდკასტში სტუმრობისას გაამჟღავნა, რომ ბოლო წლებში ქართული პლასტიკური ქირურგიით ამერიკელი და კანადელი პაციენტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.

ქირურგის თქმით, აღნიშნული მიმართულების გუნდი უკვე 4 წელია ბაზარზეა და ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსულ პაციენტებს შორის არიან არა მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, არამედ ადგილობრივი ამერიკელები და კანადელებიც.

სალომე სვანაძემ გაიხსენა ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც მასთან ოპერაციის გასაკეთებლად პაციენტი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა. 

„გვაინტერესებს, რატომ ჩამოდიან უცხოელი პაციენტები საქართველოში... ერთ-ერთი ბოლო პაციენტი ნიუ-იორკიდან მყავდა, რომელსაც ახლდა მეუღლე თან. მითხრა: გიყურებთ დიდი ხანია და მომწონს ის მიდგომა და ფილოსოფია, რაც გაქვთ პაციენტებთანო. არ არსებობს უშნო ადამიანი. როდესაც პაციენტი მოდის და აქვს კონკრეტული მოთხოვნა, მე მას ვუხსნი, რა აქვს და რით შეიძლება გაუმჯობესება“, - აღნიშნა ქირურგმა.

სალომე სვანაძე მიიჩნევს, რომ პლასტიკური ქირურგის უმთავრესი მოვალეობა პაციენტთან გულწრფელობაა. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებისთვის ილუზიები და არასაჭირო ჩარევები გადაუფიქრებინებია.

„ისეც ყოფილა, რომ პაციენტი უარით გამისტუმრებია, რადგან არ სჭირდებოდა ესა თუ ის ჩარევა. ეს სახელი კი ყველას დამსახურებაა და არამარტო ჩემი“, - აცხადებს სალომე სვანაძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოპერაციოდან მეორე დღეს იდეალურ ნაკერს ელოდებიან, რასაც სინამდვილეში 12 თვე სჭირდება“ - სალომე სვანაძე პლასტიკური ქირურგიის ცრუ მოლოდინებზე