Digest Logo

„კაპიტნობა დიდი პატივია და მაქსიმუმს გავაკეთებ ეროვნულ გუნდთან ერთად წარმატების მისაღწევად“ - ხვიჩა კვარაცხელია

1774446830
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში ხვიჩა კვარაცხელიამ მედიის წინაშე პირველად ისაუბრა.

ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ეცდება, სამაგალითო იყოს თითოეული ფეხბურთელისთვის.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ქვეყანას პატრიარქის გარდაცვალებას. მიხარია, რომ მის ეპოქაში ვიცხოვრე და მასთან შეხვედრაც მომიწია. რაც შეეხება მატჩს: ისრაელი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ორივე ამხანაგური შეხვედრა დადებითად დავასრულოთ. ამ მატჩებში ისეთი რაღაცები უნდა გავაკეთოთ, რაც მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად გამოგვადგება.

ვეცდები, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გავაკეთო. კაპიტნობა დიდი პატივია. ვაგრძელებ ჯაბასა და გურამ კაშიას გზას. მაქსიმუმს გავაკეთებ ეროვნულ გუნდთან ერთად წარმატების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, კაპიტნებისგან ვისწავლე, რომ პირველი საკუთარ თავზე იღებდნენ ყველაფერს. მინდა, ჩვენი ბიჭებისთვის მაგალითი ვიყო და მუდმივად სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.

ხანდახან მსაჯებთან ემოციებს გამოვხატავ, თუმცა შემდეგ მათ ბოდიშს ვუხდი ხოლმე. ეს ფეხბურთია, სადაც ხშირად ემოციები გვაქვს, თუმცა ვეცდები, რომ კაპიტნობაში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

ჩვენი ქომაგები ევროპაში საუკეთესოები არიან. ზუსტად რთულ სიტუაციაში ყოფნისას არის მხარდაჭერა საჭირო და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, - აცხადებს კვარაცხელია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა გასეირნება“ - მერაბ დვალიშვილი ლონდონში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕ჰანდე ერჩელი მიმართვას ავრცელებს - „მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას“

🎥 „მნიშვნელოვანია, მადლიერება იყოს უფრო მეტი, ვიდრე გოდება და გლოვა“ - რას მოიტანს პატრიარქის გარდაცვალება, მარიამ შუკაკიძე