Digest Logo

🎥 „თმა გაქვს ცუდადო, ხელზე იფურთხებს და ასე გადამიზილა...“ - რას ჰყვება გიორგი გველესიანი ქართველ და ირანელ გულშემატკივრებს შორის განსხვავებაზე?

1720854888
გიორგი გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ირანის ჩემპიონი გიორგი გველესიანი სტუმრად ნიკა არაბიძისა და პაატა გულიაშვილის გადაცემაში იმყოფებოდა. გველესიანმა ირანში ცხოვრებასა და იქ გადახდენილ კურიოზებზე ისაუბრა.

„სულ მეკითხებიან როგორია ირანში ცხოვრება, რა თქმა უნდა მარტივი არ არის რთულია, მაგრამ მინდა ერთი კურიოზი გავიხსენო. ყველაზე რთულია, როცა ქართველი კაცი ხარ და ვიღაცას გინდა გაუზიარო სიხარული და ემოცია, თუმცა იქ  ვერავის ვუზიარებ ხოლმე.

საქართველოში როცა მიწევს ჩამოსვლა, სამი კვირით ადრე ვემზადები იმდენად მიხარია აქეთ წამოსვლა. ერთხელ, სასტუმროში ვცხოვრობ ჩანთა ჩალაგებული მაქვს და ველოდები დიდი ბედნიერებით ტაქსის, როდის მომაკითხავს რომ მივიდე აეროპორტამდე. ფრენა მაქვს 5 საათზე და მე ადრე ჩამოვედი. ვხედავ, რომ შორეულ მანძილზე ერთმა ადამიანმა შემამჩნია. აქ თუ ახლა მიცნობენ, იქ  ძალიან პოპულარული ვარ. აი როგორ გამოხატავს ქართველი და ირანელი სიხარულს: ქართველი მოვა მოკრძალებულად და გთხოვს ფოტოს და ასე მოკრძალებულად დაგემშვიდობება.

ეს ირანელი მოდის, ფოტო გადავიღოთო, ერთი ათი წუთი ვიღებდით ყველა რაკურსით. ხან სელფი, ხან სარკე. გავაგრძელე ყავის სმა და მობრუნდა ისევ არ მომეწონა ეს ფოტოო ცუდად ვარო. გავაგრძელე ეს პროცედურა ისევ. ზოგადად ძალიან უჟმური ხასიათი მაქვს მაგრამ მაგ დროს კარგ ხასიათზე ვიყავი, რომ ვიცი მოვდივარ ნერვს ვერ ამიტოკებს. გადავიღეთ და მესამეჯერ მობრუნდა, თმა არ მოეწონა ჩემი, თმა გაქვს ცუდადო, მოდის, მიყურებს ხელზე იფურთხებს და ასე გადამიზილა თმაზე ხელი“, - ჰყვება გიორგი გველესიანი.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ათ წუთიანი ვიდეოა და რვა წუთი ელოდებოდა კვარა...“ - რას ჰყვება გიორგი გველესიანი - როგორი რეაქცია ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას გელა ბარკალაიას ვიდეოზე?

🎥 „მადლობა, ზუკა“ - „ბორდო“ ზურიკო დავითაშვილს ვიდეოკოლაჟით ემშვიდობება

🎥 „საოცარი ემოციები...“ - გიორგი გასვიანმა ოჯახთან ერთად მტკვარზე გაისეირნა