
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გიორგი ქოჩორაშვილს სპორტინგის კონტრაქტი მაგიდაზე უდევს.
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის „სპორტინგისგან“ პირადი კონტრაქტი მზად აქვს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან სრულად კონცენტრირებულია „ლევანტესთან“ ერთად მიმდინარე სეზონზე.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, შეთანხმება არსებობს სპორტინგს და „ლევანტეს“ შორისაც. ტრანსფერის გაოფიციალურებას მხოლოდ ფეხბურთელის პასუხი აკლია. ⏳
„ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელს სურს, კლუბთან ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, - წერს Geo Team-ი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წმინდა ნიკოლოზს შევავედრე ხათუნას დაფეხმძიმება...“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ქალიშვილზე?