Digest Logo

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონში წირვას აღავლენს

1777059580
ილია მეორე

„25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უმშვენიერესო“ - ევა ბარბაქაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა - „მადლობა უფალო ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“

🎥 „შეიძლება ჩვენ თვითონ გავხადოთ პარტნიორი მანიპულატორი“ - როგორ ამოვიცნოთ ასეთი ადამიანი?