საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი - ციცინო შურღაია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ახლა თბილისში მუშაობს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იღებს პაციენტებს.
ციცინო შურღაია სტუმრად „პოდკასტში ანნასთან“ იმყოფებოდა, სადაც ქალ პლასტიკურ ქირურგებსა და აღნიშნულ სფეროში დღევანდელ გამოწვევებზე ისაუბრა:
- რას ნიშნავს ქალი პლასტიკური ქირურგი?
ციცინო შურღაია: სხვათა შორის ყველაზე საუკეთესო ქირურგი მსოფლიოში დღეისთვის ქალია - კეტრინ ხუანი. გარდა ამისა ქალი იყო ტერსისი, რომელიც დაკავებული იყო სახის ნერვზე მუშაობით. ასე რომ ქალები კაცებს არაფრით ჩამოუვარდებით. ასევე საჭიროა ქალის ხედვა.
დღეისთვის სულ სხვანაირი მოთხოვნებია, შენთან მოვიდეს პაციენტი, გეომეტრიულად გაუსწორო ცხვირი, სახე, ეს არაფერს არ ნიშნავს - უნდა მოხდეს სახის ჰარმონიზაცია. ანუ, შენი გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ყველა დეტალი უნდა ჯდებოდეს ერთმანეთში. შეიძლება, რაღაც გააკეთო და ცხვირი არ გამოჩნდეს სწორად.
დღეისთვის რევოლუცია ხდება პლასტიკურ ქირურგიაში, რომელსაც კასტომიზაციას ეძახიან. პაციენტთან ერთად უნდა გადაწყდეს და შეთანხმდეს როგორი თვალის ჭრილი გაკეთდეს და ა.შ. შენ, შენი ცხვირი კი არ უნდა აკეთო ყველა პაციენტში, უნდა აკეთო ის, ვისაც რა უხდება.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!