Digest Logo

🎥 „კაცს არ უნდა ეძინოს 1-2 საათამდე...ჩემთვის სიამოვნებაა, რომ დავასწრო და მივატოვო“ - როგორი კაცები არ მოსწონს მოკრივე ელენე სიყმაშვილს

1710155884
ელენე სიყმაშვილი

ქართველი ქალი მოკრივე, ელენე სიყმაშვილი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.

ელენე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მოკრივეა, რომელმაც მისთვის სასურველი კაცის კატეგორიაზე შესახებ ისაუბრა.

როგორც ელენე აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია ურთიერთობა ჰქონდეს ზარმაც და არააქტიურ მამაკაცებთან.

„მამაკაცი უნდა იყოს ზრდილობიანი, იცოდეს ქალის პატივისცემა და მოსწონდეს ჯანსაღი ცხოვრებამ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. კაცი უნდა იყოს კაცი, მე უფრო კაცური არ უნდა ვჩანდე მის გვერდით. ძალიან არ მიყვარს როცა მამაკაცი ზარმაცია.

საშინელებაა, როცა დროს ვერ აკონტროლებს და დასახულ გეგმებს დროში ვერ ანაწილებს.

მცივანა კაცები არ მიყვარს, სულ ბუხართან რომ სხედან და სცივათ. კაცს არ უნდა ეძინოს 1-2 საათამდე.

არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, კაცი წავიდეს და მე დავრჩე, თვითონ წავიდეს.

ჩემთვის სიამოვნებაა, რომ დავასწრო და მივატოვო, ვიდრე მან მიმატოვოს“,- ამბობს ელენე სიყმაშვილი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე

⭕🎥 „საუკეთესო სამეული“- ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ხვიჩა კვარაცხელიას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და ნიჭი...“ - კახა კალაძე