
ახალგაზრდა ექიმი, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარიამ გულედანის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რის გამოც გულედანი საზოგადოების მხრიდან, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
„შუშანიკის წამება დამაინტერესებდა და გამოვიყენებდი (მსჯელობის უნარში) მასზე რომ გვემსჯელა: ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, მიზანდასახულობის ა.შ რაკურსებში.
გრიგოლ ხანძთელი დამაინტერესებდა და გამომადგებოდა ასევე რომ მემსჯელა: ქვეყანაში სეკულარიზმის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ა.შ რაკურსებში.
აბოზეც იგივე. (და არა დაკონსერვებული განხილვის წიგნების მიხედვით…)
ამიტომ, რა თქმა უნდა ისტორიაში უნდა გაგვევლო.
მე რომ გაკვეთილზე კრიტიკულად ვიმსჯელე შუშანიკის ქმედებებზე ჩამქოლეს (როგორ შეიძლება წმინდანზე იმსჯელო ან გააკრიტიკოო).
მათი კრიტიკული განხილვა მათ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს კი არ უკარგავს, პირიქით აცოცხლებს დიდხანს.
რაც უფრო მეტი ხანი იქნება განხილვის საგანი, უფრო მეტი ხანი იქნება ცოცხალი და უკვდავი.
მაგრამ, ხომ უნდა ვიფიქროთ საბოლოო ჯამში იმაზე, რომ ნებისმიერი ლიტერატურა იქნება ეს მხატვრული თუ ჰაგიოგრაფიული - მისი სწავლების ძირითადი მიზანი მსჯელობის განვითარება უნდა იყოს და არა დაზეპირება და განმხილველების წიგნებში განხილულის თავზე მოხვევა.
ასევე ამ საკითხებზე მსჯელობისას ძალიან კარგად გამოჩნდა თუ რამხელა ავტორიტეტები ჰყავს საზოგადოებას და მათ აძლევს სრულ უფლებას, როგორც უნდათ ისე მოექცნენ.
საბჭოთა სკოლაში „თავისუფალი თემა“ არ იყო თავისუფალი, არც მსჯელობა იყო „თავისუფალი”. ამიტომ არჩევანი ჩვენზეა.
ჩვენ გვინდა საზოგადოება, რომელიც შედგება ინდივიდებისაგან და არა პროლეტარებისაგან.
ყველაფერი გაკრიტიკებადია: ეკლესია, წმინდანები, ჰაგიოგრაფია, მხატვრული ლიტერატურა, მშობლები, მასწავლებლები, საკუთარი თავი, პოლიტიკოსები ა.შ
იქ სადაც ეს ასე არაა, ერი დეგრადირდება და გადაშენდება, რისი ტენდენციაც გვახასიათებს.
ჰოდა ავირჩიოთ რა გვინდა - განუსაზღვრელი უფლებები მივცეთ კერპებს და როგორც უნდა ისე მოგვექცნენ თუ ვიღებდეთ ხოლმე ხმას და ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჩვენს საწინააღმდეგო ქცევებისას არ ჰქონდეთ? კერპებს ვქმნით ჩვენ, კერპებს ამსხვრევს და დაამსხვრევს სულ სულ ახალი თაობები“,- წერს ეკა კვირკველია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ის არის ის, ვისაც ყოველდღე ბედნიერება მოაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი
⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი