Digest Logo

ხაბიბ ნურმაგომედოვმა Instagram-ზე ხვიჩა კვარაცხელიას გამოწერა გაუუქმა - რა უპასუხა მას PSG-ს ქართველმა ფორვარდმა?

1794573840
ხაბიბმა კვარა

UFC-ის ყოფილმა დაღესტნელმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას გამოწერა გაუუქმა. აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თანამემამულეს, მერაბ დვალიშვილს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხვიჩა კვარაცხელიამ მერაბ დვალიშვილსა და საბას თანადგომა გამოუცხადა და მომხდარი ინციდენტი შეაფასა:

„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვითა და უთანასწოროდ შეეცადენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - დაწერა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

ნურმაგომედოვის გადაწყვეტილების შემდეგ, 25 წლის ქართველმა შემტევმაც ანალოგიურად უპასუხა და UFC-ის ყოფილ ჩემპიონს გამოწერა თავადაც გაუუქმა. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელში კვარაცხელიას გამომწერებს შორის კვლავ რჩება ისლამ მახაჩევი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არ უნდა გადავიდოთ ფეხი ფეხზე? – რა საფრთხეებს შეიცავს ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა

🎥 „ყველაფერში ნიჭიერია ეს პატარა გოგო“ - ანნა სულაბერიძის შესანიშნავი შესრულება

⭕„ლილიტის მახე“ – რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად 13 ნოემბერს და რას უნდა მოვერიდოთ?

✕