Digest Logo

🎥 „ხანდახან ჩემ თავს ვადანაშაულებ“ - რას ჰყვება თაკო მთიულიშვილი, რომელმაც ცხოვრების სიყვარული დაკარგა

1779306600
თაკო მთიულიშვილი

თაკო მთიულიშვილი რომელმაც შეყვარებული ტრაგიკულად დაკარგა, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა:

„დიმა როცა დავინახე უნივერსიტეტში, გავიფიქრე რომ  ცემი მეორე ნახევარი ზუსტად ასეთი წარმომედგინა. იგი ჩემს უკან დაჯდა აუდიტორიაში, მივუტრიალდი და საუბარი დავიწყეთ. იმის მერე აღარ გაგვიწყვიტავს კონტაქტი.

13 თებერვლის ღამე იყო, 14 უნდა დამდგარიყო. ორივე ვმეცადინეობდით. განვიხილეთ რომ დავწერდი გამოცდას და შემდეგ ორივე ერთად გავატარებდით დროს. ოჯახში განიხილა რა უნდა ეჩუქებინა ჩემთვის. რომ გახდა 12 ველოდებოდი როდის მომწერდა და არ ჩანდა.

მომწერა ჩვენმა საერთო მეგობარმა: ვუთხარი რატომ მგონია რომ ცუდი უნდა მომწერო რაღაც მეთქი-თქო. შემდეგ შემომივიდა ზარი. ჰქონდა ანევრიზმის დიაგნოზი. ის არ იყო მხოლოდ შეყვარებული. ყველაზე ჭკვიანი და პასუხისმგებლობიანი იყო.

დღეში შეიძლება სამჯერ ან ოთხჯერ გვენახა ერთმანეთი. გაცნობიდან რამდენიმე დრეში ახსენა გარდაცვალება, სულ ამბობდა მე რომ მოვკვდები იტირებო. სულ სტკიოდა თავი და თურმე მარტო მე ვიცოდი ამის შესახებ. ვთხოვდი რომ ექიმთან წასულიყო მაგრამ ამბობდა, რომ ამის წამალი არ არსებობდა. ხანდახან ჩემ თავს ვადანაშაულებ.

რთულ პერიოდში ყველას გვინდა საყვარელი ადამიანები დავინახოთ გარშემო, იმ პერიოდში გავიაზრე, რომ ყველა არ დაგიდგებოდა გვერდით. არ მინდოდა პანაშვიდზე მისვლა. მეგონა რომ ჭირისუფალს არ შეეძლო გარშემომყოფების დანახვა თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ირგვლივ ის ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა თაკო მთიულიშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედას ძალიან ეხმარება მისი რწმენა, რომელიც აქვს ღვთის მიმართ...“ - მარიამ მდივანი ოჯახის ტრაგედიაზე

🎥 „ვნანობ რომ ყოველ დღე არ ვაკეთებდი ამას...“ - ქეთი ხატიაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

⭕„დღე იდეალურია მომავალზე ფიქრისთვის“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი და ტენდენციები