მგლოვიარე სოფელი სნო – ადგილი, სადაც ილია II-ის ცხოვრების და მოღვაწეობის დიდი გზა დაიწყო - აღნიშნულ საკითხზე სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედმა“ მოამზადა, სადაც კამერებთან უწმინდესის ნათესავები საუბრობენ:
„ბუნებით იყო დაბადებული ეგეთი. ბოლომდე ასე წავიდა მისი ცხოვრება. მუდმივად სიკეთეს თესავდა. სულ დარიგებაზე იყო საწყალი, ნუ აწყენინებთ ერთმანეთს შერიგდითო. მიუტევეთ, სულ ამ დარიგებაში იყო“, - აღნიშნა პატრიარქის დეიდაშვილმა, გიორგი ფიცხელაურმა.
კამერებთან ისაუბრა, პატრიარქის რძალმაც, გიორგი ფიცხელაურის მეუღლემ, რომელიც მასთან შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს:
„რომ მოვიდოდა ჟრიამული იყო. მაზლი მყავს გარდაცვლილი, ჯერ მის საფლავზე ავიდოდა, აკურთხებდა, შემდეგ ჩამოვიდოდა და ჩვენ გვნახავდა. ჩემი დედამთილი, ანუ დეიდა ძალიან დიდ პატივს სცემდა მას.
ერთხელ მოვიდა და მთელი სამღვდელოება მოიყვანა, ჩემმა დედამთილმა თქვა - ისეთი მარჯვე რძალი მყავს, ქათმებსაც დაკლავს და ყველაფერს გაგიკეთებთო. ილიამ უპასუხა - არა, ვიმარხავ არ შეიძლებაო.
შვილიშვილი არ მყავდა შვიდი წელი, რომ მოვიდა ერთხელ სტუმრად, გვკითხა შვილი არ გყავთო? ვუპასუხეთ: „არა-მეთქი“, ხელი მხარზე დაადო ჩემ რძალს და თქვა: ექნება, ექნებაო. ეგეთი კაცი მეორე აღარ დაიბადება ასე მგონია“, - აღნიშნა პატრიარქის რძალმა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: