Digest Logo

„ხომ ჯობდა, რომ გამსახურდიას ეცოცხლა? ჯობდა, ჰოდა, 30 წელი უნდა გავიდეს, რომ სააკაშვილზეც იგივე ვთქვათ?“ - ლაშა ბუღაძე

1651246923
მიხეილ სააკაშვილი და ზვიად გამსახურდია

ხომ ჯობდა, რომ გამსახურდიას ეცოცხლა? ჯობდა, ჰოდა, 30 წელი უნდა გავიდეს, რომ სააკაშვილზეც იგივე ვთქვათ? – ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:

“იმედია, ეს ორი მოვლენა ტრაგიზმით არ დაემსგავსება ერთმანეთს, მაგრამ ანალოგიას მაინც ვიპოვით:

პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. ის მოკლეს (ალყაში მოქცეულის თვითმკვლელობა – თუკი ეს თვითმკვლელობა იყო – მკვლელობაა).

პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. მის დიაგნოზს ის სიკვდილამდე მიჰყავს და თუკი ეს მკვლელობა არაა, უთუოდ სიკვდილის ხელშეწყობაა.

ისინი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს.

პირველიც საკამათო ფიგურა იყო იმ დროის ქართველებისთვის და მეორეც საკამათოა ამ დროის ქართველებისთვის.

მაგრამ საკამათო არაა შეცდომა, რომელიც იმ დროის ქართველებმა დაუშვეს და შესაძლოა ამ დროის ქართველებმაც დავუშვათ:

ეს შეცდომა გულგრილობა, „ეს მე არ მეხება“ პოზიცია და კვაზიპოლიტიკურ ემოციურ არგუმენტად ქცეული გაღიზიანებაა ისტორიულ-პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომელიც სწორედ ისტორიულად არ იმსახურებს ქვეყნისგან ასეთ უპასუხისმგებლო და სანანებელ დამოკიდებულებას.

ხომ ჯობდა, რომ გამსახურდიას ეცოცხლა? ჯობდა. ჰოდა, 30 წელი უნდა გავიდეს, რომ სააკაშვილზეც იგივე ვთქვათ? დაგვიანებული არ იყოს“, – წერს ლაშა ბუღაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵პასპორტის ფასი 50 ლარით ძვირდება, პირადობის კი ორმაგდება

🔵„რას მეუბნებით, რომ ჩემი უსაყვარლესი შვილის ნიკუშას და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილის ალისას სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს?“ - მიხეილ სააკაშვილი

🔵კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ემსხვერპლა