Digest Logo

პასპორტის ფასი 50 ლარით ძვირდება, პირადობის კი ორმაგდება

1651240754
პასპორტი და პირადობა

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, საქართველოში პირადობის აღების ფასი 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად 150.

მთავრობის დადგენილებით, იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური − 150 ლარი ეღირება;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის  – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი; − 75 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არასდროს მიგრძნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან“ - რას ჰყვება პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ გრაფიტებს ხატავდა

🔵„აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია“ - ცაგარელის გაფრთხილება

🔵„კარგი ამბები რუსეთიდან - ვიცი რომ მოუთმენლად ელოდით“ - სოსო გალუმაშვილი

წყარო: matsne.gov.ge