
აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის - აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა.
როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.
ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არა მარხული ადამიანისგან. იგი სათნოა და მიმტევებელი.
დიდმარხვა იწყება 3 მარტს და 7 კვირა გრძელდება.
დღეიდან, 17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით არის ხორციელის კვირა. 24 თებერვლიდან არის ყველიერის კვირა - ამ კვირაში მორწმუნეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რძის ნაწარმი, თევზეული და კვერცხი. ყველიერის კვირაში ხორცი აღარ მიიღება.
25, 26, 27 და 28 თებერვალს იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. (ამ ლოცვის შესახებ აქ წაიკითხავთ)
3 მარტს იწყება სააღდგომო მარხვა და მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
მიცვალებულთა ხსენების დღეებია: 22 თებერვალი, 15 მარტი, 22 მარტი, 29 მარტი.
7 აპრილი - ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით).
12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით).
13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).
20 აპრილს ვზეიმობთ აღდგომას!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩნდება ფიქრები სიკვდილზე ...“ - შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამიანი 42 წლის შემდეგ გადის
⭕„მარიკო 23...“ - ლელა წურწუმია ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს