Digest Logo

ხულოს კლინიკაში 4 თვის ბავშვი დაიღუპა

1697134467
ჩვილი

TV25.GE-ის ინფორმაციით, ხულოს კლინიკაში 4 თვის ბავშვი დაიღუპა. ფაქტი სამედიცინო დაწესებულებაშიც დაადასტურეს.

დირექტორმა, რუსლან აბულაძემ განაცხადა, რომ ჩვილი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, წონაშიც არ იმატებდა, 1 კვირის წინ ბათუმში ჰყავდათ გამოკვლევებზე, ბავშვთა საავადმყოფოში, ჩვენთან როცა მოიყვანეს, მალევე გარდაიცვალა, დაახლოებით, ნახევარ საათში“, - თქვა რუსლან აბულაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 მამის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი 8 წლის შვილი გარდაცვლილია და „ჰამასის” წევრებს ტყვედ არ წაუყვანიათ

„ეს ეხება რიგით ადამიანებსაც და სახელმწიფოებსაც, რომლებიც ომში არიან ჩართულები“ - რას პროგნოზირებს ასტროლოგი

🎥 ანრი ჯოხაძე ზუგდიდში პოზირებს