საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
მან მომავალ შეხვედრასა და ეროვნული ნაკრების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ხვალინდელ მატჩში ბევრ შეტევას იხილავთ. უკრაინა ძლიერი ნაკრებია და ეს წინა მატჩშიც გამოჩნდა. იმაზე მეტი აგრესიით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ოქტომბერში, რადგან სწორედ ეს დაგვაკლდა, რაც უნდა გამოვასწოროთ - ეს ყველაზე მთავარი კომპონენტია, რითაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
რომ ორი თამაშის მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავალთ, მაგრამ ეს მთავარი მიზანი არაა. მთავარია, გუნდმა კარგი თამაში აჩვენოს და ამით ყოველთვის ბედნიერი ვიქნები.
ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. წინ ახალი პროექტი გველოდება. ამჟამად გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი, მაგრამ მომავალში იქნება თაობათა ცვლა. შემცირებულია ამხანაგური მატჩების რაოდენობა, რაც ახალგაზრდების ინტეგრაციას და გამოცდას ართულებს. როცა ერთა ლიგა დასრულდება, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავერთვებით და თამაშიდან თამაშამდე ვიფიქრებთ“, - ამბობს ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ნოემბერში 2 შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს ბათუმში საქართველო-უკრაინის შეხვედრა გაიმართება, 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: