Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს - მიზეზი ცნობილია

1759218401
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და „პსჟ“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

მიზეზი მარცხენა ბარძაყის მცირე დაზიანებაა, რომელიც ფეხბურთელმა ბოლო თამაშის შემდეგ მიიღო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მედიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელი არ დაუბრუნდეს მოედანს ნაადრევად, რათა დაზიანება არ გართულდეს.

„ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს.

მარცხენა ბარძაყის მცირე დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, დაზიანება არაა სერიოზული და აღდგენითი პროცესის კარგად წასვლის შემთხვევაში, ხვიჩა მოედანს მომდევნო „უიკენდზე“ დაუბრუნდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მცენარეების გადასარგველად ახლა საუკეთესო დროა, სიცივეების მოსვლამდე უნდა მოასწროს გაძლიერება, ფესვმა დახვევა“ - ზურა შევარდნაძე

„ახალ პროექტს აქვს პერსპექტივა, მოემზადე საფუძვლიანი მოქმედებისთვის“ - 30 სექტემბრის ენერგიები

„სიტყვებს ვიყენებთ და მათი მნიშვნელობა გააზრებული არ გვაქვს, ბოღმა იჩენს თავს, როცა შურისძიების სურვილი არ გასვენებს“ - ქეთევან ჯანდიერი