
ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.
იგი ამჯერად სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეს პერიოდი მცენარეების გადარგვისთვის საუკეთესო პერიოდია:
„მცენარეების გადასარგველად ახლა საუკეთესო დროა. ლიმონი, მინიატიურული ბროწეული, ტროპიკული მცენარეების, მონსტერა - ყველაფერი ახლა ირგვება.
ახლა ეცვლება ყველა მცენარეს მიწა, პატარა ქოთნიდან გადადის მოზრდილ ქოთანში. სიცივეების მოსვლამდე უნდა მოასწროს მცენარემ გაძლიერება, ფესვმა დახვევა, ქოთნის შევსება და მიწის ზედა ნაწილმა გამაგრება“, - ამბობს ზურა შევარდნაძე.
ცნობისთვის, ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და სხვადასხვა მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ახალ პროექტს აქვს პერსპექტივა, მოემზადე საფუძვლიანი მოქმედებისთვის“ - 30 სექტემბრის ენერგიები