Digest Logo

„სიტყვებს ვიყენებთ და მათი მნიშვნელობა გააზრებული არ გვაქვს, ბოღმა იჩენს თავს, როცა შურისძიების სურვილი არ გასვენებს“ - ქეთევან ჯანდიერი

1759216179
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში საკუთარ ჩანაწერს გვიზიარებს, სადაც ამბობს, რომ ზოგჯერ სიბრაზე ბოღმა/შურისძიება კი არა, უბრალო ტკივილია, რომელიც ჯერ კიდევ არაა განეიტრალებული:

„ადამიანები სიტყვებს ვიყენებთ და მათი მნიშვნელობა გააზრებული არ გვაქვს.

ბოღმა და ღვარძლიანობა მაშინ იჩენს თავს, როცა შურისძიების სურვილი არ გასვენებს – გინდა ზუსტად ისე ატკინო, როგორც შენ გატკინეს, მაგრამ თუ შენი წყენა მოდის იქიდან, რომ ვიღაცამ გული გატკინა, სინანული და წრფელი ბოდიში ვერ დაინახე და შემდეგ ისევ იგივე შეცდომა გაიმეორა, ეს უკვე ბოღმა კი არა – გულისტკივილია.

ამიტომ სანამ ადამიანის მდგომარეობას შეაფასებთ, კარგად გაიაზრეთ: ზოგჯერ სიბრაზე ბოღმა/შურისძიება კი არა, უბრალო ტკივილია, რომელიც ჯერ კიდევ არაა განეიტრალებული“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სხეულის ჯანმრთელობა იწყება გონების სიმშვიდით... როცა ქვეცნობიერი სუფთაა, ორგანოებიც უფრო ძლიერად ფუნქციონირებენ“ - რისი ეშინიათ ყველაზე მეტად სხეულის ორგანოებს

🎥 „ქარხნული რძის ნაწარმი უკეთესია, ვიდრე სოფლის, რადგან...“ - ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია მოსახლეობას აფრთხილებს

„რომელთანაც იგრძნობთ ემოციურ გამოძახილს, აირჩიეთ და 15:00 საათამდე რამდენჯერმე წარმოთქვით ხმამაღლა“ - 30 სექტემბრის აფირმაცია