საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და „პსჟ“-ის თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელიც დიდ ფეხბურთში ნაბიჯებს ახლა დგამს.
თორნიკე კვარაცხელიაზე უკვე დიდი ხანია მწვრთნელები და მენეჯერები, ასევე სხვადასხვა უცხოური გამოცემები ლაპარაკობენ, რომ მას დიდი მომავალი აქვს. სწორედ აღნიშნულს გაუსვა ხაზი ხვიჩა კვარაცხელიამ და თქვა, რომ ძმის წარმატება თავის წარმატებაზე მეტად გაუხარდება:
„ვფიქრობ იმას, რომ ემოციური ადამიანი არ ვარ. მიჭირს ხანდახან ემოციების გამოხატვა. როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები მოდიოდა ძალიან გამიხარდა, რადგან თოკოს ვნახავდი, ჩემი გაზრდილია. როცა დავინახე ავტობუსი მოვიდა, გავიფიქრე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელია უკვე. სიამაყით ივსები, ხვდები, რომ შენი ძმა სწორად შრომობს და სწორად აკეთებს რაღაცებს. მისი წარმატება ჩემსაზე ასჯერ მეტად გამიხარდება, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეყოლება წარმატებული ფეხბურთელი, ამით ამაყი ვარ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ დაკარგავთ ინდივიდუალობას...“ - მზე სასწორში: ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი