უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩზე საქართველოს ნაკრები ახალმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გამოიყვანა. მის შესახებ ისაუბრა ეროვნული გუნდის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ:
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი ვარჯიში გვქონდა. თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ უკრაინასთან ჩატარებული პირველი ტაიმი იყო.
გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდი, რომ დღეს მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ვპირდებით, დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებებით გავახაროთ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი წიტაიშვილი – „მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“