Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია - „მამარდა თავის სტილშია, მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გადმოხტა გმირი და გადაგვარჩინა“

1731825421
მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბათუმი არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის B1 ჯგუფში ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„ბოლო წუთზე უკრაინელების შექმნილ მომენტს რაც შეეხება: მამარდაშვილი თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მისგან ასეთი ნახტომები ხშირია და მადლობა გიორგის. გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი და გადაგვარჩინა.

ჩეხეთში, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ. ეს გვჭირდება, ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი რომ დავიკავოთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ“, - აცხადებს კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩეხეთში მოსაგებად უნდა წავიდეთ...“ - გიორგი მიქაუტაძე

🎥 „ანდრიას ტრიუმფი“ - ევროვიზიის ოფიციალური ვებგვერდი ანდრია ფუტკარაძეზე

🎥 „მეჩხუბა ძალიან, მითხრა ვლოცულობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო... ჩემთვის სამარცხვინოა ის, რომ ჩემი შვილი ხარო“ - თამუნა მუსერიძე დედაზე

წყარო: newshub.ge