Digest Logo

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ რჩება!“ - ანტონიო კონტე

1720887669
ხვიჩ კვარაცხელია

ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 54 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელია და იგი „ნაპოლიში“ 100% დარჩება.

„კლუბის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ხვიჩა „ნაპოლიში“ აუცილებლად დარჩება, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. იგი და დი ლორენცო იმ პროექტის ნაწილები არიან, რომელიც ამ ზაფხულს დავიწყეთ“, - განაცხადა ანტონიო კონტემ.

იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ დატოვებას სერიოზულად განიხილავს, კლუბის პოზიცია უცვლელია - „კვარა არ იყიდება!“ ამასობაში „პარტენოპეი“ ქართველს ფეხბურთელს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, თუმცა კლუბში სჯერათ, რომ 23 წლის ფეხბურთელი, ახალ ხელშეკრულებას აუცილებლად გააფორმებს. ხვიჩას „ნაპოლისთან“ არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ის პრიზი გამზადებულია, მამაჩემს ველოდები ახლა რომ ჩაასხას რამე... კარგი განსხვავებულია... ცოტა ბევრი ჩადის, მაგრამ არ გაუჭირდება მამაჩემს“ - გიორგი მამარდაშვილი

🎥 „რომ გამოვედი ამდენმა ხალხმა უუუ რომ დაიძახა მეთქი უკან ხომ არ შევიდე...“ - გიორგი მამარდაშვილი თურქეთთან თამაშზე

⭕„მთელი დღეა ვწევარ, წამლებით ხელში... ასე დასრულდა ჩემი დაბადების დღე“ - რა დაემართა თამო ვაშალომიძეს?

წყარო: lagazzetta.ge