მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფერნანდო მორიენტესმა გამოცემა LaGazzetta.ge-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
„ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქართველი ფეხბურთელები წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ნაკრები განვითარდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპაში რამდენიმე ქართველი ვარსკვლავია. ერთ-ერთი მათგანია გიორგი მამარდაშვილი, ის ესპანეთში თამაშობდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, მამარდაშვილი მომავალში ერთ-ერთი უდიდესი მეკარე იქნება.
ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან უკვე ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დღეს ქართული ფეხბურთის მთავარი სახე და სიმბოლოა“, - აღნიშნა ფერნანდო მორიენტესმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნუცა ბუზალაძე საქართველოშია – „საქართველოდან სიყვარული და მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობა“
წყარო: lagazzetta.ge