ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 26 მარტის საქართველო - საბერძნეთის წარმატებულ თამაშს ეხმაურება, სადაც ქართველებმა შეძლეს ისტორიის დაწერა. ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ბოლო, გადამწყვეტი გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა და სწორედ მის შესახებ წერს ჟურნალისტი სტატუსს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეში ასობით კილომეტრს გავდივარ, ჩემი მთავარი საქმე ფიქრი და დაკვირვებაა, ყოველ დილით ვხედავ ქალაქს, უსიტყვო, კოპებშეკრული, გაუღიმავი, ქრონიკულად ნაწყენი და გაბრაზებული ხალხით…
დღეს კი მთელი ქალაქი ბედნიერია! ეს თამაში არ არის! ეს ქალაქის გაღიმებაა!
ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არც ის არ არის, მაგრამ დღევანდელი დღის საუკეთესო ანალიზი, ვფიქრობ მაინც იმ ტაქსის მძღოლმა დადო, რომლითაც ამ წუთს გადავადგილდები.
მადლობა ნიკა კვეკვესკირს! მხოლოდ საფინალო იღბლიანი გოლისთვის არა! მადლობა, შინაგანი ინტელექტისთვის, რაც ყოველთვის ჰქონდა!
გულწრფელი ცრემლებისთვის, რომელსაც არ მალავდა, იმ დამსახურებული თუ დაუმსახურებელი საყვედურებისთვის, რასაც უსიტყვოდ იღებდა.
თავდაუზოგავი შრომისთვის, მიზნისთვის!
და ამ მიზნის სიყვარულისთვის!
სიდინჯისთვის!
და მთავარი! მადლობა საკუთარი ფესვების არ დავიწყებისთვის! ენგურს გაღმელი ხალხის გაღიმებისთვის!“, - წერს თათია ზუხბაია.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „უბედნიერესი ვარ ისე, როგორც არასდროს…“ - ატირებული დედაქალაქის მერი და პირველი კომენტარი
⭕„ემოციური თამაში იყო, თუმცა ოცნება ავიხდინეთ“ - მამარდაშვილი
🎥 გიორგი მამარდაშვილის ემოციური შეხვედრა დედასთან, წარმატებული თამაშის შემდეგ