ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო. მატჩის შემდეგ მას ემოციური შეხვედრა ჰქონდა დედასთან - ვიდეოს საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა გვერდი ავრცელებს.
გიორგი თამაშის შემდეგ შეხვდა მის მეორე ნახევარს, ელენე ეპიტაშვილს.
@eleneeep 💙!
♬ original sound - Elenneep
23 წლის გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარეა. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია. საფეხბურთო კარიერა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში დაიწყო, 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. საზღვარგარეთული კარიერაც მრავალფეროვანი ჰქონდა, თუმცა 2021 წლის შემდეგ "ვალენსიამ“ გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „უბედნიერესი ვარ ისე, როგორც არასდროს…“ - ატირებული დედაქალაქის მერი და პირველი კომენტარი
⭕„ემოციური თამაში იყო, თუმცა ოცნება ავიხდინეთ“ - მამარდაშვილი