Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში „ნანტის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა

1776888073
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა „პარი სენ-ჟერმენში“ და გუნდს დუბლით „ნანტის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, „ნანტთან“ საშინაო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერმა მე-13 წუთზე პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა.

50-ე წუთზე კი კვარაცხელიამ ეფექტური ეპიზოდი შემოგვთავაზა – შეტევა თავად წამოიწყო, უსმან დემბელემ საჯარიმოსთან ბურთი დაუბრუნა, ხოლო ზუსტი დარტყმით სეზონში მესამე დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, 9.0 შეფასებით ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

26 ტურის შემდეგ პსჟ 66 ქულით ლიდერია და „ლანსს“ ოთხი ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ლიგა 1-ში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, მათგან 4 გოლი ბოლო 3 ტურში გაიტანა. ყველა ტურნირზე კი ქართველმა ვარსკვლავმა 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დააგროვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის აუცილებელია გულწრფელი იყო ნამუშევართან“ - რას ამბობს ინდირა ჯგერნაია

🎥 „ჩვენი დუეტის წარმატების გასაღები ერთმანეთის სიყვარულშია“ - დუეტი „ლეონი“

🎥 „სიმღერა უნდა ჩავიდეს ადამიანის გულამდე და ძალიან დიდი ხანი უნდა დაამახსოვრდეს ადამიანს“ - გიორგი ძოწენიძე