„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026/2027 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდი სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 აგვისტოს „მალიორკას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 8 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრას, „პარი სენ-ჟერმენს“ 12 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის მატჩი ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ელის.
ამის შემდეგ, 16 აგვისტოს, პარიზელები საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსთან“ იბრძოლებენ, ხოლო ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩს 23 აგვისტოს „რენთან“ გამართავენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად გაქრა ძველი?
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც აფასებენ მოკრძალებულ ცხოვრებას
წყარო: 1tv.ge