ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სიყვარულზე წერს.
მისი თქმით, სიყვარული გვახსენებს, რომ ყველანი ადამიანები ვართ:
„რომ დავფიქრდეთ მივხვდებით, რომ სიყვარული არ გვეკითხება ვინ ვართ, ის გვახსენებს, რომ ყველანი ადამიანები ვართ.
ეს ის ენაა, რომლის გაგებასაც თარგმანი და საზღვრები არ სჭირდება.
დრო არასდროს ჩერდება, მაგრამ ყოველთვის აჩერებს იმას, ვინც მის ფასს ვერ აცნობიერებს.
სიჩუმე ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ლამაზად ნათქვამი სიტყვები.
მოთმინება სიძლიერის ყველაზე მშვიდი ფორმაა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ბედნიერი ქორწინება ქალის ფსიქოემოციურ სამყაროში? - ფსიქოლოგის განხილვა