Digest Logo

„კრუნჩხვებში ჩავარდა, აწვალეს კი არ ამშობიარეს... ჩვილიც გარდაცვლილი დაიბადა...“ - რა შეემთხვა 33 წლის ქალს?

1670338144
33 წლის ქალი

33 წლის მხატვარი - მაია კუჭავა მშობიარობის გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი აზრით, პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, რის შედეგად ჩვილიც გარდაიცვალა.

გამოცემა „ექსკლუზივ ტვის“ ტრაგედიის დეტალებზე კუჭავას ახლობელი ესაუბრა:

„მაიკო იყო არაჩვეულებრივი გოგო. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ისე იყო როგორ უნდა იყოს ორსული ქალის შემთხვევაში. მე-8 თვეში იყო, წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში, იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს, რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს.

სამწუხაროდ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია და ექიმებმა ეს ვერ შეამჩნიეს. გაგიგიათ? ორსულს არანაირი ანალიზი არ აუღეს ისე ამშობიარეს სამი საათი აწვალებდნენ. აწვალეს, კი არ ამშობიარეს.

ამის შემდეგ ქმარმა გამოსტაცა კლინიკას გოგო ცოცხალ-მკვდარი და მე-8 კლინიკაში მიიყვანა, სადაც ლამის ერთი თვეა წევს რეანიმაციაში, მუშაობდა გული და აბა აპარატიდან გამორთავდნენ? ვინ გამორთავდა, როცა იმედი მაინც იყო სადღაც...თუმცა ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში. საქმე პოლიციაშია და იმედია დაადგენს ოჯახი სამართალს, გაგიგიათ ასე დაუდევრობას ეწირებოდნენ ადამიანები და ექიმებს არანაირი სასჯელი არ ეკისრებოდეს? იმედი გვაქვს ობიექტური გამოძიების“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს... არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია...“ - ჯამბულათ ხოფერიას მამის პირველი კომენტარი

🔵„გოგონა მწერს, ერთ-ერთ გარდაცვლილზე, რამე ხომ არ იციო. არ დავიჯერებ სანამ არ ვნახავო, შვილი ყოფილა...“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი

🎥 „ჩემო სიცოცხლე, ძალიან მიყვარხარ“ - ავთო რურუამ სიკვდილამდე მეუღლეს სულის შემძვრელი ვიდეო გამოუგზავნა

წყარო: exclusivetv.ge