Digest Logo

🎥 „კუჭის ოპერაცია არის ცოდვა, ალტერნატიული გზა მონახე იმისთვის, რომ გვერდი აუარო საღვთო მცნებას“ - რას ამბობს მამა ბასილ ახვლედიანი

1742221944
 ბასილ ახვლედიანი

სოციალურ ქსელში მამა ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან მცირე მონაკვეთი გავრცელდა, სადაც ის მოთმინებასა და კუჭის ოპერაციაზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, კუჭის რეზექცია ცოდვაა, რადგან ამით გვერდს ვუვლით საღვთო მცნებას:

„დავუშვათ ადამიანი არის მსუქანი, სჭირდება მოთმინებით მიუდგეს ამ საქმეს, თავი შეიკავოს რაღაცებისგან, ნელ-ნელა მოვიდეს ფორმაში, მაგრამ ადამიანებს მოთმინება დაეკარგათ და ბოროტი რისი ბოროტია, იქვეა ფხიზლად, შესთავაზა მოდი კუჭს მოგაჭრი. 

დღეს ეს ოპერაციები ძალიან მომრავლდა, ეს ძალიან ფართო მომსახურება გახდა, სერვისი კუჭის მოჭრის და ეს არის ცოდვა. თუ ადამიანი ავადმყოფობის გამო მოიჭრის კუჭს კი არა ხელს, ფეხს ეს რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ როცა ადამიანი იმიტომ იკეთებს, რომ ვერ ითმენს საჭმელი რომ არ ჭამოს ეს ცოდვაა. 

კაი, მოიჭერი კუჭი, მერე რა? შენში მოთმინება ხომ არ განვითარდა? ის რისთვისაც უნდა იცხოვრო, მოთმინებით მოიპოვო შენი სურვილი. პირიქით, შენ ალტერნატიული გზა მონახე იმისთვის, რომ გვერდი აუარო საღვთო მცნებას“, - ამბობს მამა ბასილ ახვლედიანი.

 

@mama_basili_akhvlediani

 

♬ оригинальный звук - მამა ბასილ ახვლედიანი

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი წელი, შემოდის ნათელი და ბნელი გადის ჩვენი ცხოვრებიდან...“ - მიხეილ ცაგარელი 20 მარტზე

🎥 „ნუ ებრძვი შენი სურვილის წინაშე დაკეტილ რკინის კარებს...“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი

ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - ფოტოები