
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია „Geo Team • ჯეო თიმის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და როგორც კაშია ამბობს, ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა ბავშვებს ფეხბურთი შეაყვარა და ისინი, სწორედ ხვიჩას გამო დადიან ფეხბურთზე.
„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ ხვიჩას გამო, ფეხბურთი უყვართ მის გამო. იმდენ ბავშვს უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია, ამაზე მეტს და დიდს ფეხბურთს ვერ მისცემ.
ჩემი ოცნება იყო ერთი ადამიანიც ჩემ გამო გამოსულიყო ფეხბურთელი... ამაზე დიდი მიღწევა ადამიანს არა მგონია ჰქონდეს.
იმ ბავშვებს, რომ ფეხბურთის თამაში კვარას გამო უნდათ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და კვარა უნდა იყოს ამაყი“, - ამბობს გურამ კაშია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მამას ანიტა“ - სოსო ნებიერიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 „ძალიან ჭკვიანი და ლამაზი“ - თამო ვაშალომიძე იტალიის ქუჩებში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს