Digest Logo

„კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, ერთ რაღაცას მივხვდი...“ - ანტონიო კონტე

1745080237
კონტე კვარაცხელიაზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა მონცასთან მატჩამდე, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„როდესაც ნაპოლიში მოვედი, სეზონის დაწყებამდე ბევრი რაღაც ვთქვი - ბევრ რაღაცას ახლაც დავადასტურებ, მაგრამ რაღაცებზე იგივე პასუხი აღარ მექნება. არაფერს უარვყოფ, მატყუარაც არ ვარ, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხვდები, რომ რაღაცები ვერ მოხდება.

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ნაპოლი არ უნდა იყოს ფეხბურთელებისთვის ტრამპლინი, მაგრამ შემდეგ მოხდა კვარაცხელიას ქეისი და აქ მივხვდი, რომ ნაპოლიში ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია“,- ამბობს ანტონიო კონტე.

შეგახსენებთ, ნაპოლი სერია ა-ში, 32 ტურის შემდეგ, 68 ქულით, მეორე პოზიციაზე იმყოფება. „პარტენოპეი“ მომდევნო ტურში მონცას დაუპირისპირდება. მატჩი 19 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მომაკვდავმა შვა დიონისე, სუსტი უდღეური ყმაწვილი, რომლის სიკვდილიც მამამ არ დაუშვა...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი?

⭕„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ

⭕„სიკეთე და ნიჭიერება...“ - ნინი შერმადინი ახალ კადრებს აქვეყნებს