Digest Logo

„კვლევის თანახმად დადგინდა, გულისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების რისკი 6-ჯერ მეტი იყო კოვიდ პაციენტებში, ვიდრე არაინფიცირებულ ადამიანებში“ - ზაზა წერეთელი

1658321404
კორონაზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაზე წერს. მისი თქმით, კვლევის თანახმად დადგინდა, რომ გულისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების რისკი, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და ფილტვებში სისხლის შედედება, თითქმის 6-ჯერ მეტი იყო კოვიდ პაციენტებში, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის არაინფიცირებულ ადამიანებში. 

„დღეს ჟურნალ PLOS Medicine გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული დიდი კოჰორტული კვლევის შედეგები.

კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ავადდებიან Covid-19-ით, აქვთ დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოზის უფრო დიდი რისკი ინფექციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
კვლევის მიხედვით გულისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების რისკი, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და ფილტვებში სისხლის შედედება, თითქმის 6-ჯერ მეტი იყო კოვიდ პაციენტებში, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის არაინფიცირებულ ადამიანებში. ხოლო დიაბეტის შემთხვევაში რისკი 80%-ით მაღალი იყო.
მეცნიერებმა შეისწავლეს ჯანმრთელობის ჩანაწერები 400,000-ზე მეტი Covid პაციენტისგან და იმდენივე ადამიანისგან, ვინც თავიდან აიცილა ვირუსი. ჩანაწერები მოწმდებოდა გულ-სისხლძარღვთა ან დიაბეტის ახალ დიაგნოზებზე 12 თვის განმავლობაში. ბოლო პაციენტზე დაკვირვება დასრულდა ამ წლის იანვარში.

ანალიზის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი ნორმალურ დონეზე ბრუნდებოდა კოვიდზე დადებითი ტესტიდან შვიდი კვირის შემდეგ, მაგრამ დიაბეტისთვის ახალი დიაგნოზის უფრო მაღალ პროპორციას თითქმის ექვსი თვე დასჭირდა საწყის დონეზე დასაბრუნებლად.

როგორც მკვლევრები იძახიან ეს შედეგები საჭიროა ექიმებისათვის, რომ იცოდნენ თავიანთი პაციენტებისთვის პოტენციური გაზრდილი რისკის შესახებ, და კერძოდ, როგორ შეუძლიათ შეამცირონ დიაბეტის რისკი, გაუმჯობესებული დიეტისა და ვარჯიშის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანოებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის პირდაპირი დაზიანება, მკვლევრები, ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ბევრ ფაქტორს შეუძლია, ახსნას კვლევის შედეგები. მაგალითად, კვლევაში მონაწილე კოვიდ პაციენტებს უფრო მეტად ჰქონდათ ჭარბი წონა და ჰქონდათ უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე არაინფიცირებულ საკონტროლო ჯგუფს, რაც მათ შემდგომ მდგომარეობებზე გავლენას ახდენდა. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონოდა დიაგნოსტირებული დიაბეტი ან გულის პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაინფიცირდნენ კოვიდით.

ეს ნამდვილად დამამშვიდებელია, რომ უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის რისკი, როგორც ჩანს, უბრუნდება საწყის დონეს, მაგრამ დაავადების მწვავე პერიოდში პაციენტები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კონტროლის გზით და ისეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიაბეტის რისკი, როგორც ჩანს, ამაღლებულია რამდენიმე თვის განმავლობაში. და ეს პერიოდი უნდა იქნეს ასე რომ ამ პერიოდში ცხოვრების წესის შეცვლამ შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად“, - წერს წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, გასულ ღამეს მისგან მესიჯი მივიღე, დღეს ის აღარ არის, მიყვარხარ სამუდამოდ“ - ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციურად ემშვიდობება

🎥 „ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამომიგდო „მემორიმ“ პეკინის ოფისის სამზარეულოში გადაღებული ძალიან ძველი ვიდეო...“ - მამუკა მდინარაძე ლევან კბილაშვილზე

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები