Digest Logo

„ლა ლიგის“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მოგერიებული პენალტი - „ვალენსიამ“ მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა

1713525850
გიორგი მამარდაშვილი

ესპანურმა „ვალენსიამ“ საკუთარი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შედეგიან თამაშს სტატია მიუძღვნა. როგორც კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, 23 წლის ქართველს „ლა ლიგის“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული.

„მამარდაშვილს თავის კარიერაში კიდევ ერთი მიღწევა აქვს. ამ დროისთვის, ის არის მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული ლალიგას 23–24 სეზონის 31 შეხვედრაში“, - წერია სტატიაში.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ „მამარდას“ ზედიზედ მე-12 შეხვედრაში არ გაუშვია გოლი და ბოლო შეხვედრაში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურითაც გამოვიდა მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზე მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდაა შეფასებული, რითაც „ლა ლიგის“ ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ქმართან ერთად გავატარე“ - გაიცანით 100 წლის ლიდა ოსიტაშვილი

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა