Digest Logo

ლაშა ბექაური აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია

1764511295
ლაშა ბექაური აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალში მოლდაველი მაჰილ ლატისევი დაამარცხა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი მარკუს ვან დეიკი, რუსი ეგორ ანდონი და სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯომგჰუნ კიმს სძლია.

მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები აბუ-დაბის „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველანაირი გამოწვევა, რაც არის ცხოვრებაში, ადამიანმა უნდა გაიაროს თავაწეულმა“ - რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი

📸 44 წლის თაკო ჩხეიძის ელეგანტური ფოტოები, რომელმაც გამომწერები მონუსხა

⭕„თვის ბოლოს დგება ილუზიების პიკი“ - ვენერა მშვილდოსანში გადადის, დეკემბრის მთავარი გამოწვევები და რჩევები რამაზ გიგაურისგან!