Digest Logo

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

1745499955
აშა შავდათუაშვილი

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ფრანგ გაბრიელ გაბასთან დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რომ ამბობენ ქორწილი არ შეიძლებაო, ტყუილია...“ - მიხეილ ცაგარელი გვიხსნის, როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 კარიერული წინსვლა, ბიზნესი, ფინანსური კეთილდღეობა - ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მაისში გაუმართლებს