
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა ჩაინიშნა.
ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ერთადერთი კანდიდატი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე იყრის.
საარჩევნო ყრილობა 3 აპრილს გაიმართება.
ამ დრომდე ძალოსნობის ფედერაციის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ხელმძღვანელობდა.
კახიაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე თვეში ეწურებოდა და პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გამგეობას, რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნის განცხადებით მიმართა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არ უნდა გავაკეთოთ ქორწილში? - რას ამბობს წვეულებების ცნობილი წამყვანი ემილი გოგუა
🎥 „მასწავლებლის შვილი“, დამატებითი პასუხისმგებლობა თუ პრივილეგია? - ფსიქოლოგის რჩევები
წყარო: lagazzetta.ge