გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი, ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე იყო, რომელმაც საზოგადოებისთვის საინტერესო რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
ერთ-ერთ შეკითხვაზე, დატოვა თუ არა ფოტოგრაფმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროტესტის ნიშნად, გიორგი აბდალაძე პასუხობს:
„ეს პროტესტი ეხებოდა იმ საკითხს, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ის პიროვნება, რომელმაც ისროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცდილობდა პოლიციელების დაზიანებას.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უფლება აქვს შეწყალების, მაგრამ თვითონ ფორმამ გამოიწვია პროტესტი.
მან სრული იგნორირება გააკეთა პოლიციელების, იმ ადამიანების, ვინც 24 საათი იცავს ჩვენს სახელმწიფოს“,- განმარტავს გიორგი აბდალაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „ანათებთ, როგორც ყოველთვის“ - ნინუცა ორჯონიკიძის და მარიამ სანოგოს მხიარული ვიდეო მოგზაურობიდან