Digest Logo

„ლექსო როგორც პასუხობს გოგოებს ეგ არ მომწონს, მთვრალი ქალი კატასტროფაა! მოდიან კოცნიან და პანიკაში არიან...“ - ეჭვიანობს თუ არა ტატიანა ლექს-სენზე?

1684178206
ლექს-სენი და მისი მეუღლე - ტატიანა ბურია

გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად მიწვეული ჰყავდა რეპერი - ალექსანდრე ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი და მისი მეუღლე - ტატიანა ბურია.

ტატიანამ ეჭვიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთვრალი გოგოები სრული კატასროფები არიან.

„მოდიან კოცნიან და პანიკაში არიან, მგონია გოგო წაიქცევა. ნუ სიმთვრალის დოზას გააჩნია რა. ლექსო როგორც პასუხობს გოგოებს ეგ არ მომწონს ხოლმე, მაგრამ ვაბალანსებთ“, - ამბობს მომღერლის მეუღლე.