Digest Logo

ლევან ჩოხელი - „UFC-ში ჩემი სადებიუტო ბრძოლა მალე შედგება“

1753597436
ლევან ჩოხელი

ლევან ჩოხელი UFC-ში დებიუტისთვის ემზადება. როგორც ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს, მისი პირველი შეხვედრა ორგანიზაციაში მალე შედგება.

„მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ჩემი მხარდამჭერებისთვის. ცოტა ხნის წინ UFC-ს ვესაუბრე და ჩემი სადებიუტო შეხვედრა ორგანიზაციაში მალე შედგება. მზად ვარ, აქტიურად ვემზადები და ველოდები მოკლე ვადაში ჩასანიშნ ბრძოლას“, – წერს ჩოხელი.

28 წლის ქართველი მებრძოლი ორგანიზაცია ბელატორში გამოდიოდა, ბოლოს კი ორგანიზაცია Phoenix FC 4-ში იბრძოლა, სადაც ალექსანდრე გონსალვეში დაამარცხა. ჩოხელი შეხვედრებს, ძირითადად, ქვესაშუალო წონაში (77კგ) ატარებდა. შერეულ ორთაბრძოლებში მას 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 14 მოიგო, მათ შორის 11 ნოკაუტით.

ამჟამად UFC-ში ხუთი ქართველი მებრძოლი ირიცხება – ალექსანდრე თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე და რომან დოლიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

შეხედეთ თქვენს დაბადების თარიღს და იპოვეთ თქვენი ვარსკვლავური მხარდაჭერა - რას წერს თაკო მელიქიშვილი

„სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს პარტნიორის გარეშე, ძალიან მინდა, ვინმე მიყვარდეს“ - რას ამბობს „მასტერი“

წყარო: 1tv.ge