ქართველ კინორეჟისორსა და სცენარისტს ლევან კოღუაშვილს აბრეშუმის გზის საპატიო გალა-კონცერტზე „ოქროს გლობუსის ნოვატორის“ ჯილდო გადაეცემა.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ იმ გამორჩეულ ხელოვანებს, რომელთა შემოქმედებამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის კინოინდუსტრიის განვითარებაში.
ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“.
ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე „საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის“ ჯილდო მოიპოვა.
მისი უახლესი ფილმის - „გურიის“ პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველოს ოფიციალური კანდიდატია.

ასევე დაგაინტერესებთ: