Digest Logo

ლევან შენგელია: მიქაუტაძის და კვარაცხელიას გვერდით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, კარშიც დაცულად გრძნობ თავს, როცა იქ მამარდაა

1743089372
ლევან შენგელია

კრეტის „ოფის“ ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ბერძნულ მედიას ესაუბრა და სხვა თემებთან ერთად, საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა, განსაკუთრებით თავდაჯერების მხრივ.

„ყოველთვის როცა ეროვნულ ნაკრებში მატჩს ვიგებთ, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე ადრე და დავიმსახურეთ B ლიგაში დარჩენა და ეს სომხეთთან ორივე მატჩში დავამტკიცეთ.

ეროვნულ ნაკრებთან წარმატება ყველგან გვეხმარება. ჩვენს თავდაჯერებულობაში, პასუხისმგებლობა ახლა უფრო დიდია და ის გეხმარება ზრდაში. როგორც ფეხბურთელს, ასევე, გუნდს. ევრო 2024-ზე გასვლა შრომისმოყვარეობის შედეგი იყო, მაგრამ ზრდაში დაგვეხმარა.

მიქაუტაძის და კვარაცხელიას გვერდით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. ისინი თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან და როცა მათთან თამაშობ, განსხვავებულად გრძნობ თავს, გაქვს თავდაჯერებულობა და მათ იციან, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ შეცვალონ მატჩის მიმდინარეობა.

კარშიც დაცულად გრძნობ თავს, როცა იქ მამარდაა. ეს არის შედეგი, როდესაც ასეთი ფეხბურთელები კარგად თამაშობენ და ხდებიან მსოფლიოში საუკეთესოთა შორის. ეს განსაკუთრებით გვჭირდება, როცა ისინი კარგ ფორმაში არიან და ყველაზე მეტად ეხმარებიან ეროვნულ გუნდს და ამიტომ გვიხარია მათთან ერთად ყოფნა“, - განაცხადა შენგელიამ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თვალი რომ აეხილებოდათ, ცეკვით გამოხატავენ მადლიერებას...“ - რას ჰყვება ოფთალმოლოგი, რომელიც ნეპალში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს?

⭕თაკო ჩხეიძის საგაზაფხულო ლუქი - „საოცრად მოდური“

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური