Digest Logo

🎥 „როგორც რუსეთი, ევროკავშირიც არის იმპერიული ძალა... ყელში ამოვიდა ეს სიბრმავე და გაუნათლებლობა, ცოტა აზრზე მოვიდეთ, რა“ - რევაზ კარანაძე

1715862970
რევაზ კარანაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, საქართველოს მოქალაქე რევაზ კარანაძე ტიკტოკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.

ის საზოგადოებას ამცნობს, ევროკავშირის მიზნებსა და დანიშნულებას.

„ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ისტორია, როცა ხან ერთი ბატონი ანადგურებდა მას, ხან მეორე გლეჯდა მას და რეალურად ეს ჩვენ ვიცით რასაც ნიშნავს, როცა ვცდილობდით დაგვეცვა ჩვენი სუვერენულობა.

ევროკავშირის კრიტიკა არ ნიშნავს იყო პრორუსი. იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ევროკავშირს თვალდახუჭული ენდობა, ძალიან ცდება. ისევე როგორც რუსეთი, ევროკავშირიც არის იმპერიული ძალა. გინდა თუ არა ეს ასეა, ისტორია უნდა ისწავლოთ. 

დღეს, რომ ევროდეპუტატები და ვიღაც ევროკავშირის წარმომადგენლები თითით მიგვითითებენ ადამიანის უფლებები და პოლიცია წესიერად უნდა მოიქცესო, ერთი შეხედეთ რა ხდება და როგორ უსწორდება საფრანგეთში გენოციდის მოწინააღმდეგე პროტესტორებს. რა მოხდა გერმანიაში? ყელში ამოვიდა ეს სიბრმავე და გაუნათლებლობა. ცოტა აზრზე მოვიდეთ, რა. ამერიკაში საერთოდ პოლიცია ხალხს იარაღს ესვრის.

საქართველოში უნდა გვყავდეს განათლებული თაობა, განათლება კი არ ნიშნავს მარტო ერთი მხარის პროპაგანდის დაძლევას. მეორე მხარესაც პროპაგანდაა და ეს კარგად უნდა გავითავისოთ.

საქართველომ თვითგამორკვევა უნდა შეძლოს“, - ამბობს რევაზ კარანაძე.

 

@revazkaranadze რაზე უნდა გაჩამხება! #მშრომელი #პოლიტიკა #საქართველო #ისტორია #განათლება #გაიგემეტი ♬ 10 Minutes of Silence - Kent Nazareth Yoga Man

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გათხოვილი კაცი რომ ჩამოგივიდათ, ტაშს უკრავთ, ერთ ადამიანს მაინც არ მოგივიდათ თავში აზრად, რომ ეს ადამიანი თქვენს სახელმწიფოებრიობას, რელიგიას, იდენტობას ფეხქვეშ თელავს?“ - დათო ნაცვლიშვილი

🎥 „ვეუბნები მშობლებს, უბედურება სანამ არ დატრიალდა, ბავშვები მოაცილეთ იქიდან... ერთმანეთს დახოცავენ, რომ ტემპერატურა ასწიონ“ - სოცქსელის მომხმარებელი

🎥 „რუსეთი ახლა რომ დაიშალოს, რა დაემართება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს? რელიგიური ომის ალი აინთება, ამის შესახებ თუ უფიქრია ვინმეს?“ - ედიშერ გვენეტაძე