Digest Logo

🎥 „ვეუბნები მშობლებს, უბედურება სანამ არ დატრიალდა, ბავშვები მოაცილეთ იქიდან... ერთმანეთს დახოცავენ, რომ ტემპერატურა ასწიონ“ - სოცქსელის მომხმარებელი

1715858804
სოციალური ქსელის მომხმარებელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ტიკტოკზე ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს, ვისი შვილებიც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციებში მონაწილეობენ.

მისი თქმით, დიდი შანსია აქციის ორგანიზატორებმა„ ტემპერატურის ასაწევად რომელიმე ახალგაზრდა გაიმეტონ და მოკლან, ამას კი ხელისუფლებას გადააბრალებენ“.

„საკუთარმა შვილმაც რომ გადმოლახოს საზღვარი იარაღით, ჩემი ხელით ვესვრი. მარტო იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი გვარი წყეული გახდეს. არც ერთი დედა არ ჩაიცვამს შავებს ჩემი შვილის ხელიდან.

ნუ შემოაჯექით ბაყბაყდევივით ამ საინფორმაციოებს. შეეშვით ამ ლიბერასტობას, ახლა უკვე ფრონტის ხაზზე მტრები არიან მისულები. 

მინდა ახალგაზრდებს და მათ მშობლებს მივმართო, შვილებო, ყოველ წუთს ველოდები იქ უბედურების დატრიალებას, ყოველ წუთს ველოდები, რომ იქ ვიღაცას მოკლავენ, რომ ტემპერატურა ასწიონ. ამას როცა ვამბობ, ტყუილად არ ვამბობ. გადაეცით ეს ვიდეო იმ მშობლებს, შვილებს, სტუდენტებს რომ უშვებენ აქციებზე, იმ სკოლის მოსწავლეებმა საერთოდ არ იციან რა ხდება. თამაში სულ სხვა სტადიაში გადავიდა. „ნაგლად“ მიდიან უკვე ყველაფერზე.

ვეუბნები მშობლებს, უბედურება სანამ არ დატრიალდა, ბავშვები მოაცილეთ იქიდან. ნამდვილად რომ დატრიალდება, ამის გარანტიას გაძლევთ. თუ გინდათ ეს პრევენციად ჩათვალეთ. ერთმანეთს დახოცავენ, რომ ტემპერატურა ასწიონ. ყველა საინფორმაციო საშუალება მათ ხელშია და ეგრევე გადმოაბრალებენ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. მაგრამ, ვაი იმის მშობელს, რომელსაც აღარაფერი ეშველება, შავებს რომ ჩაიცვამს“, - ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

@katia123430 #ფორიუზე #ფორიუზეა?foryou #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 ♬ оригинальный звук - katia123

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რუსეთი ახლა რომ დაიშალოს, რა დაემართება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს? რელიგიური ომის ალი აინთება, ამის შესახებ თუ უფიქრია ვინმეს?“ - ედიშერ გვენეტაძე

🎥 „ვთხოვ მშობლებს ბავშვები ქუჩაში არ გაუშვათ, მათზე ატარებენ ექსპერიმენტს, იყენებენ საზარბაზნე ხორცად“ - რას ამბობს მიხეილ ჟღენტი

„ქართველი არასდროს ებრძოდა სხვათა სარწმუნოებას, ჯვარცმული იყო ქრისტიანობისთვის! ქრისტეს ჯვარი და საქართველო განუყრელი ცნებებია“ - სიმონ მასხარაშვილი