გიორგი მამარდაშვილი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა. გარდა იმისა, რომ 23 წლის მეკარემ ვალენსიაში მორიგი გამორჩეული სეზონი ჩაატარა, ის საქართველოს ნაკრებშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს და გასაკვირი არაა, რომ ევრო 2024-ზე ასეთი პერფორმანსის შემდეგ, დაინტერესებული გუნდების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.
ყველაზე ხშირად პრესაში ნიუკასლზე იწერებოდა ხოლმე, თუმცა, ესპანური Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მეკარის შეძენით ლივერპულია სერიოზულად დაინტერესებული და მას ალისონ ბეკერის შემცვლელად მოიაზრებს. როგორც იცით, ბრაზილიელის შეძენა საუდის არაბეთის არაერთ კლუბს სურს და თუ სცენარი ასე განვითარდა, კლუბის აზრით, მამარდაშვილი მას იდეალურად შეცვლის.
როგორც ამ ეტაპზე არის ცნობილი, ვალენსია, ფინანსური კრიზისის თავიდან ასარიდებლად, მზადაა გიორგი გაყიდოს, მისი საწყისი ფასი კი, 40 მილიონი ევროა. მამარდაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მომავლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.
💶 MARCAdo de Fichajes
— Radio MARCA (@RadioMARCA) June 28, 2024
✈️ Mamardashvili
🎙 @D_pico_ te cuenta el interés del LIVERPOOL por la posible venta de Alisson
🤝 #buenasnochesybuenosgoles con @felipedelcampo pic.twitter.com/klyNiv6W2u
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„სავარაუდოდ შევხვდები ფსიქიატრს და თქვენი არ ვიცი...“ - რას წერს ნინი შერმადინი
წყარო: europop.ge