ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს მისი შვილის გარდაცვალებას.
„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ამბობს იზა არღვლიანი და მწვავედ აკრიტიკებს მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
სატელეფონო საუბრის დროს, რადიო თავისუფლებას გაესაუბრა არღვლიანის ახლობელი, ნანა გოცირიძე და თქვა, რომ ჯერ არაფერი იცის არც ოჯახმა და არც პოლიციამ.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მისმა შეყვარებულმა მოკლა.
26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედას, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„R.I.P Queen - ვზივარ ლიზას ჩემხელა ნახატის წინ და ცხარე ცრემლებით ვტირი“ - ლადო მხეიძე
წყარო: www.radiotavisupleba.ge